„საქართველოს ბანკი" საქართველოში პირველად, 12-13 ნოემბერს მასპინძლობს მასშტაბურ მარკეტინგულ ღონისძიებას Marketing Kingdom. ღონისძიებაზე მოხსენებით გამოდიან წამყვანი კომპანიების: Novartis, Go Viral, PepsiCo, Yahoo!, American Express, Philips, Sony Music Entertainment, Oralce და TripAdvisor-ის მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორები, რომლებიც 160-ზე მეტ მსმენელს საქართველოდან, გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას.
წამყვანი ბრენდის მფლობელი საქართველოში, საქართველოს ბანკი ღონისძიების ექსკლუზიური კრეატიული პარტნიორია. ღონისძიებაზე დამსწრე საქართველოში მოქმედი წამყვანი კომპანიების კომუნიკაციებისა და გაყიდვების მენეჯერებსა და დირექტორებს, საშუალება ექნებათ მოისმინონ პრეზენტაციები ისეთ თემებზე, როგორიცაა: სოციალური მედიის როლი და მისი გამოყენება მომხმარებელთან ურთიერთობაში, სოციალური მედია მარკეტინგის ტენდენციები, ახალი მედიის არხების გამოყენება, მყიდველთან ეფექტური მუშაობის მეთოდები.
Marketing Kingdom-ის ორგანიზატორია კოპმანია The P World, რომელიც ყოველწლიურად ატარებს ყველაზე მსხვილ მარკეტინგულ ღონისძიებებს ევროპის მასშტაბით. ღონისძიების ოფიციალური პორტალია marketer.ge, ოფიციალური რადიო პარტნიორი რადიო „ფორტუნა", მედია პარტნიორები „ინფო თბილისი" და „ჯორჯია თუდეი".