შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, ფოთის პორტის გარე რეიდზე, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე (ნებართვისა და დადგენილი წესის დარღვევით ზომამცირე მცურავი საშუალების ზღვაში ჩაშვება), თურქეთის დროშით მცურავი კონტეინერმზიდი გემი "CEYLA K" დააკავეს.
აღნიშნული გემის კაპიტნის, თურქეთის მოქალაქე იშაკ სანდიქჩის, მიმართ მიმდინარეობს ადმინისტრციული საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე (პრიმა ერთი) მუხლის I ნაწილით.
8 ნოემბერს, აღნიშნული გემის კაპიტანს, თურქეთის მოქალაქე იშაკ სანდიქჩს, II სამმართველოს (დასავლეთი) უფროსის დადგენილებით დაეკისრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.