შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (დასავლეთი) და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ-ს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შავი ზღვის სამსახურის ფოთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიებების შედეგად, ფოთის პორტის მე-10 ნავმისადგომთან, ზღვის დაბინძურების ფაქტზე, კომორის დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი "SANTA ELENA " დააკავეს.
აღნიშნული გემის კაპიტნის, უკრაინის მოქალაქის, გენადი ბალუშკის მიმართ დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე (პრიმა ორი) მუხლის VII ნაწილით.