ახალგაზრდა იურისთტთა ასოციაცია სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ,,ქორთიარდ მარიოტში" შეხვედრა გამართა. შეხვედრას სისხლის სამართლის სფეროში მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, ქვეყნის საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც ჟურნალისტებთან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ განაცხადა ახალ საპროცესო კოდექს არ შეუცვლია სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში არსებული გარემო. Mმისივე განცხადებით, ახალ საპროცესო კოდექსში მხარეთა თანასწორობა დარღვეულია და ის ბრალდების სასარგებლოდ იხრება.
,,ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამას ერთის მხრივ სჭირდება საკანონმდებლო ცვლილება ხოლო მეორე მხრივ, თვითონ სასამართლომ უნდა შეცვალონ პრაქტიკა. განსაკუთრებით აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ჩვენ გაანალიზებული გვაქვს, თუ რა ხარვეზები არსებობს პრაქტიკაში ამასთან დაკავშირებით და გარკვეულ რეკომენდაციებს შევთავაზებთ, როგორც პარლამენტს, ასევე სასამართლო სისტემას", _განაცხადა ჩუგოშვილმა.
ჩუგოშვილის განცხადებით, სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში არსებულ ხარვეზებზე რეკომენდაციები საკმაოდ მოცულობითია, თუმცა ჩუგოშვილმა რამდენიმე მათგანი დაასახელა კერძოდ:
,,პირველ რიგში ეს არის მხარეთა თანასწორობა და დაცვის მხარისთვის შესაძლებლობების მიცემა თავისუფლად მოიპოვოს მტკიცებულებები, მეორე ეს არის გამოძიების პროცესში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებზე სასამართლოს კონტროლი და სასამართლოს როლის გაზრდა, ასევე აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით და სხვა", -განაცხადა ჩუგოშვილმა.