თავდაცვისა და შსს ყოფილო მინისტრს ბაჩანა ახალაიას ადვოკატები გლდანის #8 საპყრობილეში მოინახულებენ. ახალაიას ადვოკატები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რამდენიმე საათში მივლენ.
შსს ყოფილი მინისტრის ადვოკატები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ახალაიას პატიმრობაში დარჩენის შესახებ აპროტესტებენ და ისინი წინასწარი პატიმრობის ნაცვლად გირაოს, ან თავდებობას ითხოვენ. შესაბამის გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოსგან დღეს ელოდება.
შეგახსენებთ, რომ ბაჩანა ახალაიას ბრალი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედება. 9 ნოემბერს ჩატარებული სასამართლო პროცესზე მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა გირაოს, ან თავდებობის სანაცვლოდ ახალაიას გათავისუფლების შესახებ არ დააკმაყოფილა და ახალიას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. ბაჩანა ახალია წინასწარ პატიმრობას გლდანისAA#8 სასჯელაღსრულების დაწესებულების დროებითი მოთავსების იზოლატორში იხდის.