გვიან ღამით ბულაჩაურის ქუჩაზე სუპერმარკეტების ქსელ ,,პოპულის" ერთ-ერთი მაღაზია დააყაჩაღეს.
შემთხვევის დროს მაღაზიაში რამდენიმე თანამშრომელი იმყოფებოდა, რომლებიც სამართალდამცავებმა უკვე დაკითხეს.
წაღებული თანხის რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი მაღაზიასთან დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ გააფიქსირა.
შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს ექსპერტ-კრიმინალისტებმა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.