საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ნოემბრის ინფლაციის გაანგარიშების პირველი ეტაპი დაიწყო. 10 ნოემბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდება სამომხმარებლო ფასების რეგისტრაციის საველე სამუშაოები. ფასებზე დაკვირვებას ფასების 19 რეგისტრატორი განახორციელებს საქართველოს ხუთ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორსა და თელავში. ფასები შეგროვდება დაახლოებით 1300 სავაჭრო და მომსახურების ობიექტზე. კვლევის მიზანი 2012 წლის ნოემბერში საქართველოში ინფლაციის დონის გაანგარიშებაა. ნოემბრის ინფლაციის მაჩვენებელი მიმდინარე წლის 3 დეკემბერს გამოქვეყნდება