გაერთიანებული შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი კალანდაძე პროკურატურაში 15:00 საათზე დაკითხვაზეა დაბარებული. როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ,,რუსთავი-2"-თან საუბარში განაცხადა ის არ გამორიცხავს კალანდაძეს ბრალი კიდევ უფრო დაუმძიმდეს.
,,მე, პირადად, გენერალ კალანდაძეს ბრალი წავუყენე მხოლოდ ერთი მუხლით, რადგან ვთვლიდი რომ იმ მომენტში, რა მომენტშიც ხელს ვაწერდი შესაბამის დოკუმენტსYთავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მისი ბრალეულობა ჯერ კიდევ გამყარებული არ იყო. თუმცა გამორიცხული არ არის მომდევნო დღეებში ბრალეულობა გამყარდეს. კალანდაძე ხვალ სამ საათზეა დაბარებული პროკურატურაში", -განაცხადა წულუკიანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ სასამართლომ კალანდაძესთან მიმართებაში სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.
შეგახსენებთ, რომ გიორგი კალანდაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით ედება, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. სასამართლომ კალანდაძე გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან 10 ნოემბერს გაათავისუფლა. კალანდაძე პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ პრეზიდენტს შეხვდა რომელმაც გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის პოსტზე დატოვა. ხოლო პროკურატურამ 10 ნოემბერს სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით კალანდაძისთვის სამსახურეობრივი უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. აღნიშნული შუამდგომლობა სასამართლომ 11 ნოემბერს დააკმაყოფილა.