გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელს გიორგი კალანდაძესა და მეოთხე ქვეითი ბრიგადის ხელმძღვანელს ზურაბ შამათავას უფლებამოსილება შეუჩერდათ. სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა მათი სამსახურეობრივი უფლებამოსილების შეჩერების შესახებ დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ სასამართლოს შესაბამისი განცხადებით კალანდაძისა და შამათავას სამსახურეობრივი უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გუშინ მიმართა, მას შემდეგ რაც დაკავებულები გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლა. გათავისუფლების შემდეგ კალანდაძე პრეზიდენტს შეხვდა, რომელმაც გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის პოსტზე დატოვა.