მთავარი პროკურატურა ბაჩო ახალაიას, გიორგი კალანდაძისა და ზურაბ შამათავას წინააღმდეგ ახალ მასალას წარმოადგენს. როგორც მთავარმა პროკურორმა განაცხადა, საზოგადოება "ორშაბათს კიდევ ახალ ეპიზოდს მოისმენს".
მისი თქმით თემა, რომელიც ორშაბათს გაცხადდება, ისევ წამებასთან იქნება დაკავშირებული.
"რა ეპიზოდიც გახდა მათი დაკავების საფუძველი, ეს სრულიად საკმარისი იყო დასაკავებლად, მაგრამ ეს ერთადერთი არ არის. მეორე დღეს საზოგადოებამ მოისმინა ახალი ეპიზოდის შესახებ. ორშაბათს კიდევ ახალ ეპიზოდს მოისმენთ",- განაცხადა "მაესტროსთან" საუბარში კბილაშვილმა.