.,,ბარბარე რაფალიანცის საქმის გამოძიებას დიდი ყურადღებას მივაქცევ, რადგან ამ საქმესთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია, _განაცხადა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ კახეთის რეგიონში ახალი პროკურორი ორშაბათიდან 12 ნოემბრიდან გამწესდება.
შეგახსენებთ, რომ სოფელ კოლაგში 30 სექტემბერს 10 თვის ბარბარე რაფალიანცი საძინებელი ოთახის გვერდით მდებარე მარანში, წყლით სავსე ქვევრში, გარდაცვლილი იპოვეს. ქვევრს ზემოდან ქვა ჰქონდა დაფარებული. ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ბავშვი ქვევრში ცოცხალი ჩააგდეს, რის შემდეგაც დაიხრჩო. ბარბარე რაფალიანცის ოჯახი მომხდარს პოლიტკურ ანგარიშსწორებას უკავშირებს.