ჟენევის ციხეში 24 წლის საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.
სამართალდამცავების ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 14:40 საათზე შან-დოლონის ციხეში ციხის პერსონალმა იპოვა პატიმარი, რომელსაც "სიცოცხლის ნიშნები არ აღენიშნებოდა".
"წინასწარმა დათვალიერებამ ცხადჰყო, რომ გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ჩამოხრჩობაა", - ნათქვამია ჟენევის კანტონის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
24 წლის გარადაცვილი პატიმრის ვინაობა არ სახელდება, თუმცა ცნობილი ხდება, რომ იგი გასული წლის ნოემბერში ძარცვის მცდელობისთვის დააკავეს.