იმერეთის სამხარეო პოლიციამ, საჩხერის რაიონული სამმართველოს და ძველი თბილისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მამუკა ტალახაძე დააკავეს, რომელსაც დედინაცვლის ვალენტინა ტალახაძის მკვლელობაში ედება ბრალი.
შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობა 6 ნოემბერს საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულში მოხდა.
მამუკა ტალახაძემ დედინაცვალს დანით 45 ჭრილობა მიაყენა, მისი კუთვნილი 130 ლარი გაიტაცა და სცადა მიმალვა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე სსკ-ის 108 მუხლით არის აღძრული.