სასჯელაღსრულების #17 დაწესებულებიდან არასამთავრობოების მიერ პოლიტპატიმარებად აღიარებული მელორ ვაჩნაძე ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილებას არ დათანხმდა და ციხის დატოვებაზე უარი თქვა , - ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მელორ ვაჩნაძემ თავის დროზე გათავისუფლების შესახებ ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიაში განცხადება შეიტანა, რომელიც არ დაკმაყოფილდა. ვაჩნაძემ ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა, რომლის გადაწყვეტილებას ციხეში დაელოდება.
მელორ ვაჩნაძე პოლიციის თანამშრომლებმა 2009 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის დარბევისას დააკავეს. მას ბრალად სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიმართ წინააღმდეგობის გაწევა და თაღლითობა ედება. მელორ ვაჩნაძეს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამჟამად იგი რუსთავის მე-17 კოლონიაში იხდის სასჯელს.