მაკა ასათიანის თქმით, კახი ასათიანის მკველობის საქმის გადახედვასთან დაგავშირებით შესაძლოა ოჯახმა სასამართლოს მიმართოს. როგორც მან "მაესტროს" პრეკლუბში განაცხადა, ამ საკითხზე მას არავინ დაკავშირებია, თუმცა ოჯახს აქვს ამის სურვილი.
„ალბათ დედა შეიტანს განცხადებას. მაგრამ ჯერ-ჯერობით არავინ არ დაგვკავშირებია", - განაცხადა ასათიანმა და აღნიშნა, რომ ინტერესი ძალიან დიდია და "იმედი მაქვს რომ იქნება ეგ ყველაფერი".
შეგახსენებთ, რომ კახი ასათიანი 2002 წლის 20 ნოემბერს, თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, საღამოს 7 საათზე საკუთარ ავტომანქანაში ჩაცხრილეს. მკვლელობასთან დაკავშირებით, ორი ძირითადი ვერსია ვრცელდებოდა: ერთი "აირზენაში" მის საქმიანობას უკავშირდებოდა, რომლის თანახმადაც კახი ასათიანი ლიკვიდაციით კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი იყო დაინტერესებული. მეორე ვერსიით კი - ასათიანი შურისძიების მსხვერპლი გახდა და მისი მკვლელობა დუდუ დადიანის მკვლელობის გაგრძელება იყო.