გაერთიანებული შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი კალანდაძესა და მეოთხე ქვეითი ბრიგადის ყოფილ ხელმძღვანელს, ზურაბ შამათავს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 20-20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ.
ადვოკატები ითხოვენ შამათავა და კალანდაძე თავდებობით გაეთავისუფლებინათ. მათი ალტერნატიული შუამდგომლობა კი, სწორედ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება იყო.
პროკურატურას წარმაოდგენდნენ პროკურორები გიორგი ცხოვრებაძე და გრიგოლ შაშიაშვილი. ბაჩო ახალაიას პროცესზე იცავდა სამი ადვოკატი დავით დეკანოიძე, ბაჩუკი ყურაშვილი და იოსებ ჯანაშია. ზურაბ შამათავას ადვოკატიც იყო დავით დეკანოიძე, ხოლო გიორგი კალანდაძის ინტერსებს ადვოკატი გოგიტა გაბაიძე იცავდა.
წინასასამართლო პროცესი 25 დეკემბრის 15 საათისთვის არის ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული შტაბის ყოფილ ხელმძღვანელსა და მეოთხე ქვეითი ბრიგადის ყოფილ ხელმძღვანელს, ზურაბ შამათავს, სასამართლომ სისიხლის სამართლის კოდექსისის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ბრალი წაუყენა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებას გულისხმობს.