თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩანა ახალაიას, გიორგი კალანდაძისა და ზურაბ შამათავას სასამართლო პროცესი 14:00 საათზე გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, პროცესს თავად ბრალდებულებიც დაესწრებიან. დაკავებულის ადვოკატების განცხადებით, ისინი მოსამართლესთან შუამდგომლობას დააყენებენ არასაპატიმრო აღკვეთი ღონისძიების შეფარდების მოთხოვნის შესახებ.
საქალაქო სასამართლოსთან შსს ყოფილი მინისტრის მხარდამჭერები უკვე იკრიბებიან, რომლებიც ზუგდიდიდან სასამართლო პროცესზე დასასწრებად ჩამოვიდნენ.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ შამათავასა და გიორგი კალანდაძეს ბრალი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის ედებათ, ხოლო ბაჩანა ახალაიას ბრალი დაუმძიმდა და იგი სასამართლოს წინაშე სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით წარსდგება.