სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დავით ჭაკუას მიმართ უახლოეს მომავალში სამართლებრივი დევნა დაიწყება, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა.
დღეს გამართულ ბრიფინგზე არჩილ კბილაშვილმა ისაუბრა ახალ დანაშაულებრივ ეპიზოდზე, რომელშიც მონაწილეობდნენ ბაჩო ახალაიამ, დავით ჭაკუამ და გიორგი კალანდაძე.
მისი თქმით, 2011 წლის 13 სექტემბერს, ბაჩანა ახალიას დავალებით საცხოვრებელ ბინაში მიაკითხა ბაჩანა ახალიასთან დაახლოებულმა პირმა, რომელმაც დაზარალებულს მოსთხოვა გაყოლოდა თბილისში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, სადაც მას ელოდებოდა ბაჩანა ახალაია. დაზარალებულს რესტორნის კუპეში მას დახვდნენ - ბაჩანა ახალაია, გიორგი კალანდაძე და სხვა პირები. ადგილზე მისული დაზარალებული ბაჩანა ახალაიას დავალებით გააკავეს მისი დაცვის წევრებმა. ამ დროს მათთან შევიდა დავით ჭაკუა, რომელმაც მას სკამი ჩაარტყა ბეჭის არეში და ხელ-ფეხით დაუწყო ცემა.
დაზარალებულის ჩვენების მმიხედვით, მას აიძულეს კუთვნილი ავტომანქანა სასჯელაღსრულების დეპარტამენტისათვის ეჩუქებინა. ამის შემდეგ დაზარალებულს დაარეკვინეს მეუღლესთან, რომელსაც დაზარალებულმა სთხოვა, რომ მიეცა მანქანის გასაღები და გამოეტანებინა მანქანა მისი მეგობრისათვის, რომელიც მიაკითხავდა სახლში.
ავტომანქანის მოყვანის შემდეგ ბაჩანა ახალაიამ დავალება მისცა დავით ჭაკუას და გამოძიებით დადგენილ კიდევ ერთ პირს, რომ სპეცრაზის შეიარაღებულ პირებთან ერთად წაეყვანათ დაზარალებული სადმე, სადაც დააბამდნენ და დაამწყვდევდნენ, რაც სისრულეში მოყვანეს.