ხვალ, 9 ნოემბერს, ნოემბერს, 15:00 საათზე, სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან ჩატარდება ტრადიციული "ხუთშაბათობა" პროგრამით - საგანგებო ბრიფინგი ("დავიბრუნოთ სამშობლო") . ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს ჟურნალისტთა კავშირიდან და საზოგადოება "ილიელიდან" აცნობეს.
მათი ინფორმაციით, დღის წესრიგშია 1. გამომცემლობა "სამშობლოს" შენობის დაბრუნების შესახებ; წარმოდგენილი იქნება სამოქმედო გეგმა, გამომცემლობა ,,სამშობლოს" შენობაში, სააქციო საზოგადოება "მასმედიის ცენტრალური სახლის" დაარსების თაობაზე;
2. ი. ჭავჭავაძის მუზეუმის დარბევის - ექსპონატების დატაცებისა და მისი აღდგენის თაობაზე (წარმოდგენილი იქნება დოკუმენტები და ფოტოსურათები).
აქვე ჟურნალისტთა მხარდაჭერის მიზნით, გაიხსნება მხატვართა სოლიდარობის გამოფენა ღია ცის ქვეშ (დევიზით "ცისკარა", ანუ "არა ძალადობას!).
ჟურნალისტებს გადაეცემათ სახელმწიფო კანცელარიაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის სახელზე შეტანილი ღია წერილის ასლი.
ბრიფინგის შემდეგ მოეწყობა მსვლელობა (ტელ. 591 24 28 10).