გაუქმებული სოციალური შეღავათების თაობაზე, დედაქალაქის მერი, გიგი უგულავა შესაძლოა, ხვალ მთავრობის სხდომაზე მივიდეს, - ამის შესახებ გიგი უგულავამ "რუსთავი 2"-თან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, დადგენილებამ, რომელსაც პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მოაწერა ხელი, პრაქტიკულად საკანონმდებლო ვაკუუმში მოაქცია 600 ათასი თბილისელის სხვადასხვა სახის სოციალური შეღავათი.
"პირადად ვგეგმავ მთავრობის სხდომაზე მისვლას იმისთვის, რომ უფრო ოპერატიულად მოხდეს ამ საკითხის განხილვა. მესმის, რომ მთავრობას შეიძლება დღის წესრიგში ბევრი საკითხი ჰქონდეს, მაგრამ ეს საკითხი მთავრობამ უნდა განიხილოს. როგორც ვიცი, მთავრობის სხდომა ხვალ არის დანიშნული და ხვალ დავესწრები თუ შემდეგზე, ეს გადაწყვეტილება სიტუაციიდან გამომდინარე იქნება მიღებული",-დასძინა უგულავამ.