მეოთხე ქვეითი ბრიგადის ყოფილ ხელმძღვანელს, ზურაბ შამათავას, ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება წუყენეს. როგორც ჟურნალისტებთან დაკავებულის ადვოკატმა განაცხადა, შამათავს ბრალი სისხლის სამართლის 333-ე მუხლით წაუყენეს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტას გულისხმობს.
ადვოკატის განცხადებით, შამათავა თავს დამნაშავედ არ ცნობს. გავრცელებული ინფორმაციით, შამათავას საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი 9 ნოემბერს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა შამათავა სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის შვიდ ნოემბერს დააკავეს.