ბაჩო ახალაიას რამდენიმე წუთის წინ ბრალი ოფიციალურად 2 მუხლით წაუყენეს - 333-ე მუხლის მესამე პუნქტი უფლებამოსილების გადამეტებას, ხოლო 145-ე მუხლი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ითვალისწინებს.
ახალაიას ადვოკატის, ბაჩუკი ყურაშვილის განცხადებით, მეორე ბრალდება საკმაოდ მძიმეა და როგორც მას განუმარტეს, ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, თუმცა ადვოკატის განცხადებით, საქმე შესწავლილი ჯერ არ აქვს და დეტალურ ინფორმაციაზე საუბარი ამ ეტაპზე არ შეუძლია. ყურაშვილმა აქვე აღნიშნა, რომ ბრალი მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე აღიძრა და სხვა მტკიცებულებები მათთვის, ჯერ-ჯერობით, არ გადაუციათ. ყოფილი შს და თავდაცვის მინისტრი ბრალს არ აღიარებს.