გაერთაიანებული შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს ბრალად სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება წუყენეს. როგორც ჟურნალისტებთან კალანდაძის ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ განაცხადა დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის 333-ე მუხლის მესამე ნაწილთ წაუყენეს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტას გულისხმობს.
ადვოკატის განცხადებით, გიოორგი კალანდაძე წაყენებულ ბრალს არ აღიარებს.
გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი კალანდაძის საქმესთან დაკავშირებით სასამართო პროცესი სავარაუდოდ, ხვალ, 9 ნოემბერს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ სააქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალი გიორგი კალანდაძე დააკვეს. გიორგი კალანდაძეს ბრალი ედება ძალაუფლების გადამეტებაში (დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით).
გიორგი კალანდაძე მთავარი პროკურორის თანდასწრებით, თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში 7 ნოემბერს, 05.20 საათზე დააკავეს.