საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. აკადემიის რექტორად ნუკრი გელაშვილი დაინიშნა.
შსს-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით მიხედვით -
ნუკრი გელაშვილი
განათლება:
1. 1997-2002 წწ _ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნის სპეციალობით (წარჩინებით).
2. 2002 წლის 16 დეკემბრიდან 2005 წლის დეკემბრამდე _ სსიპ თ. წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურა, კონსტიტუციური სამართლის, ადმინისტრაციული სამართლის, მუნიციპალური სამართლის (12.00.02) სპეციალობით. ჩაბარებული მაქვს საკანდიდატო გამოცდები. დისერტაციის თემა _ 'ადამიანის ძირითადი კონსტიტუციური მოვალეობები:".
3. 2006-2010 წწ. _ სსიპ თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი კონსტიტუციური სამართლის სპეციალობით (12.00.02).
4. 2010 წლიდან ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.
სამუშაო გამოცდილება:
1. 2000 წლის პირველი თებერვლიდან 2004 წლის პირველ ივნისამდე _ შპს 'საქართველოს მხატვარი"-ს ფილიალის, ქ. თბილისის ქანდაკების კომბინატის იურისტ-კონსულტანტი.
2. 2002 წლის პირველი მარტიდან 2002 წლის 15 ივლისამდე _ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი.
3. 2004 წლის 31 მაისიდან 2006 წლის 3 მაისამდე _ შსს აკადემიაში შემდეგ თანამდებობებზე:
31.05.2004 _ 01.10.2004 შსს აკადემიის რექტორის თანაშემწე;
01.10.2004 _ 01.10.2005 შსს აკადემიის იურიდიული დისციპლინების კათედრის უფროსის მოადგილე;
01.10.2005 _ 03.05.2006 შსს აკადემიის მენეჯმენტის ფაკულტეტის უფროსი.
4. 2006 წლის 2 აგვისტოდან დღემდე _ საადვოკატო ბიურო სპს 'გელაშვილი და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი პარტნიორი.
5. 01.01.2008 _ 01.10.2008 შპს 'საქართველოს უნივერიტეტი~-ს სამართლის სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი
6. 01.02.2008 _ 01.10.2008 შპს 'საქართველოს უნივერიტეტი~-ს იურისტი
7. 2008 წლის 1 ოქტომბრიდან 2010 წლის 1 ივნისამდე _ შპს 'საქართველოს უნივერიტეტი~-ს სამართლის სკოლის დირექტორი
8. 2010 წლის 1 სექტემბრიდან დღემდე შპს 'სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი"-ს პრორექტორი
სემინარები და ტრეინინგები:
1. 2001 წლის 3 ოქტომბრიდან 2002 წლის პირველ მარტამდე _ სასწავლო პრაქტიკა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში.
2. 2004 წელს სსიპ თ. წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტისა და IღIშ-ის მიერ ორგანიზებული სემინარი, თემაზე 'კონსტიტუციის კომენტარები, მე-2 თავი".
3. 2004 წლის 4-17 დეკემბერი _ ქ. ტალინი, ტრეინინგი _ 'პოლიციის რეფორმა" (მივლინება შსს აკადემიიდან).
4. 2005 წლის 18-22 აპრილი _ Oპენ შოციეტყ ჟუსტიცე Iნიტიატივე-ის მიერ ჩატარებული ტრეინინგი "თრაინ ტჰე ტრაინერს".
5. 2006 წლის 6-25 თებერვალი _ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო სტუმრების პროგრამა ლიდერებისათვის _ 'სასამართლო ექსპერტებისა და პოლიციელთა წვრთნა" (პროგრამის განხორციელების ადგილი _ ამერიკის შეერთებული შტატები).
გამოქვეყნებულ ნაშრომთა სია:
1. "საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ ძირითად მოვალეობათა არაიურიდიული ბუნება", ჟურნ.: "მართლმსაჯულება და კანონი", 2007, #2.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ადგილი სამართლის წყაროთა სისტემაში. ჟურნ. 'მართლმსაჯულება", 2007, #3 (თანაავტორობით).
3. საგანგებო და საომარი მდგომარეობის კანონმდებლობის სრულყოფისათვის, ჟურნ. "მართლმსაჯულება და კანონი", 2008, #2.
4. ძირითადი კონსტიტუციური მოვალეობების განსაზღვრა, ჟურნ. "მართლმსაჯულება და კანონი", 2009, #2.
5. ძირითად უფლებათა და მოვალეობათა ურთიერთმიმართება, ჟურნ. "მართლმსაჯულება და კანონი", 2010, #2.
დამატებითი ინფორმაცია:
1. 2003 წლის პირველ მარტს წარმატებით ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდები.
2. 2003 წლის 9 ნოემბერს წარმატებით ჩავაბარე ადვოკატთა საერთო ტესტირება.
წოდებები:
1. სამხედრო წოდება _ უმცროსი ლეიტენანტი. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2002 წლის 20 დეკემბრის #3569 ბრძანებით.
2. პოლიციის ლეიტენანტი. შსს მინისტრის 2005 წლის 30 ნოემბრის #8550 პ/შ ბრძანებით.
უცხო ენები: რუსული, ინგლისური