ბულგარეთის ქალაქ ბურგასის პორტში რეიდზე მყოფ თურქულ გემ "ბარიკაზე" მყოფი 7 ქართვეელი მეზღვაური დახმარებას ითხოვს.
როგორც მეზღვაურები აცხადებენ, უკვე მეოთხე თვეა არ აუღიათ ხელფასი, თითქმის ორი თვეა გემზე ამოიწურა საკვებისა და წყლის მარაგი.
ეკიპაჟს სასმელ წყალს ბულგარული მხარე აწვდის. მეზღვაურები ვერ ახერხებენ სახლში დაბრუნებას, რადგან კომპანიის მეპატრონემ მათი პასპორტები გემზე ასვილსას, სტამბულში ჩამოართვა და აღარ დაუბრუნებია.
ტოგოს დროშის ქვეშ მცურავი თურქული კომპანია "ბარიკა შიფინგ კომპანის" კუთვნილი ტვირთმზიდი შავ ზღვაში 3 აგვისტოს გავიდა.
უკვე ორი თვეა გემს ბურგასის პორტში აქვს ღუზა ჩაშვებული. გემის კაპიტნის განცხადებით, მათ არაერთხელ მიმართეს მეპატრონეს, თუმცა მფლობელი ეკიპაჟის მოთხოვნებს იგნორირებას უკეთებს.
მეზღვაურებმა დასახმარებლად უკვე მიმართეს მეზღვაურთა პროფკავშირების საერთაშორისო ორგანიზაციას. გემზე სულ რვა მეზღვაური იმყოფება. მათგან 7 ქართველი, ერთი კი თურქეთის მოქალაქეა