გარემოვაჭრეებმა თბილისის საკრებულოსთან აქცია გამართეს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" აქციის ორგანიზატორმა ლაშა ჩხარტიშვილმა განუცხადა, წლებია საქართველოში გრძელდება გარევაჭრობის საკითხის გადაუწყვეტელობა.
"სოციალურად დაუცველი ადამიანები ვაჭრობით, პატიოსანი შრომით ახორციელებენ საკუთარი ოჯახების შენახვას. აღნიშნული პრობლემა რა თქმა უნდა წინა ხელისუფელბის შედეგია, სააკაშვილის და შევარდნაძის ხელისუფლების რომ დღემდე არ იქნა მიღებული კანონი, რომელიც ცივილიზებულ ფორმას მისცემს გარევაჭრობას. სამწუხაროდ ყველა ხელისუფლება იყენებდა გარემოვაჭრეებს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური თვალსაზრისით. მათ აძლევდენნ ვაჭრობის უფლებას და მერე ისევ ყრიდნენ ქუჩებიდან. მიმდინარე წლის 20 სექტემბერს უგულავას გადაწყვეტილებით დაუშვეს გარევაჭრობა, რათა მიეღოთ მათი ხმები. თვენახევარი გარემოვაჭრეებს ქონდათ საშუალება ქუჩაში ვაჭრობის, ხოლო 6 ნოემბერს მათ დაესხნენ თავს აღარ მისცეს გარევაჭრობის საშუალება- განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა. ჩვენ მოვითხოვთ შეწყდეს გარემოვაჭრეების დევნა. 2010 წელს ჩვენ ეს აქტი შევიტანეთ საკრებულოში მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია, ვიმედოვნებთ რომ აქტს რომელსაც პარლამენტს გავუგზავნით, განიხილავენ და ათასობით გარემოვაჭრეს ექნება მხარდაჭერა", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ჩხარტიშვილმა. .