ბაჩო ახალია, არც ხილს არც ვაშლს არ ჭამდა და კაბინეტში დანა ვერ ექნებოდა, - განაცხადა ,,მაესტროსთან" საუბარში ბაჩო ახალიას ყოფილმა თანაშემწემ ლალი ცხადაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ახალაიასთვის პრიორიტეტული ჯარი და ქვეყანა იყო.
,,ხილს არ ჭამდა საერთოდ და ყველანაირად ხელს ვუწყობდით გვინდოდა ეჭამა ხილი, მაგრამ არ ჭამდა. დღედაღამე ერთად ვიყავით სასჯელაღსრულებაში, თავდაცვის სამინისტროში, შსს ვმუშაობდით ერთად. ყველაფერს აკეთებდა ჯარისკაცებისთვის, რომ ყველაფერი კარგად ყოფილიყო, გამოესწორებინა ის სიტუაცია, ვითარება კვებასთან, ჩაცმასთან დაკავშირებით. მისთვის პრიორიტეტული იყო ჯარი ქვეყანა და ამისთვის სჯიან ადამიანს", _ განაცხადა ბაჩო ახალაიას ყოფილმა თანაშემწემ, რომელიც ახალაიასადმი არსებულ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს.