შსს ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას, გაერთიანებული შტაბის უფროსს გიორგი კალანდაძეს და მეოთხე ბრიგადის მეთაურს ზურაბ შამათავას ბრალს 14:00 საათზე წაუყენებენ, _ აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან კალანდაძის ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ განაცხადა.
ბაჩო ახალაისა და ზურაბ შამათავას ადვოკატების განცხადებით, მათ დაცვის ქვეშ მყოფებსაც ბრალს 14:00 საათზე წაუყენებენ.