მეცნიერებმა აღმოაჩინეს პლანეტა, რომელიც მზის ანალოგიური ვარსკვლავის გარეშემო ბრუნავს და გააჩნია დედამიწის მსგავსი კლიმატი, რაც იმის ვარაიდის შესაძლებლობას იძლევა, რომ პლანეტა ცოცხალი ორგანიზმისთვის ვარგისია.
კვლევების საფუძველზე, რომელიც ჟურნალში "ასტრონომია და ასტროფიზიკა" გამოქვეყნდა, პლანეტა ვასკვლავიდან იდეალურ მანძილზე მდებარეობს, რის გამოც მასზე ტემპერატურა არც ძალიან მაღალია და შესაბამისად არც დაბალი. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მასზე უნდა იყოს წყლის მარაგიც.
პლანეტის მასა 7-ჯერ აღემატება დედამისის მასას. იგი ასევე ტრიალებს საკუთარი ღერძის გარშემო, რაც კიდევ უფრო ზრდის მასზე ცხოვრების რაღაც ფორმის არსებობის შანსს.
მზის სისტემის გარეთ ათასობით პლანეტაა აღმოჩენილი, თუმცა მათ შორის იშვიათადაა ისეთები, რომელზედაც შესაძლოა არსებობდეს სიცოცხლე ან ვარგისი იყოს ცოცხალი ორგანიზმის არსებობისთვის.