9 ნოემბერს,12:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება პრეზენტაცია პროექტისა "მოდის გამოფენების ისტორია დიდ ბრიტანეთში" და ფილმის - "საუკეთესო ფეშენფილმები დიდი ბრიტანეთიდან" - ჩვენება.
პრეზენტაციას წარმოადგენს მოდის ისტორიკოსი კენდალ-მარტინ რობინსი. საუბარი იქნება ბოლო 30 წლის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში გამართულ მოდის გამოფენების მოკლე მიმოხილვაზე. მოხსენების შემდეგ გაიმართება ფილმის ჩვენება. ბრიტანელი კინორეჟისორის კეტრინ ფერგიუსონის მიერ შერჩეული ფილმები წარმოადგენენ ბრიტანული ფეშენფილმის განვითარების მოკლე კვლევას.