მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ბოტოქსი აჩლუნგებს. კუნთები დამოკიდებულია არა მარტო ტვინის მდგომარეობაზე, არამედ ისინი ასახავენ ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. ამდენად, სპეციალისტები ბოტოქსის მოყვარულებს მოუწოდებენ გამოიჩინონ სიფრთხილე, რადგან მისმა ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გონებრივი საქმიანობის შენელება.
ბოტოქსი გამოიყენება კოსმეტოლოგების მიერ წარბების,შუბლის,ცხვირისა და ტუჩის მიდამოებში გაჩენილი მიმიკური ნაოჭების მოსაცილებლად. პრეპარატის მოქმედება ეფუძნება შენელებულ სიჩქარეს, რომლითაც კონკრეტული ადგილიდან ნერვის იმპულსი გადაეცემა თავის ტვინს. ამგვარად, შესაძლებლობა იქმნება შემცირდეს კუნთების სიხშირე, რისი წყალობითაც ნაოჭების რაოდენობა მცირდება.
ამერიკელი ნეიროფიზიოლოგების მიერ ჩატარდა სპეციალური კვლევები, რომელმაც დაადგინა ბოტოქსის როლი თავის ტვინის მოქმედების შეფერხებაში. პირველ ყოვლისა, ეს აიხსნება იმით, რომ თავის ტვინის მოქმედების სტიმულირება დამოკიდებულია მასთან შემოსულ იმპულსის სიხშირეზე. სპეციალური პრეპარატების გამოყენებით ეს პროცესი შეიძლება შეფერხდეს. როგორც ცნობილია,ასეთი ინექციები დიდი პოპულარობით სარგებლობს, განსაკუთრებით ქალებში, თუმცა ბოლო დროს მამაკაცებიც დაინტერესდნენ ბოტოქსით - სურვილით გაიახალგაზრდაონ სახე.