დღეს, 8 ნოემბერს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლივიო ძერბინის, გელა გამყრელიძის და თემურ თოდუას წიგნის - "რომაელები ოქროს საწმისის ქვეყანაში" - პრეზენტაცია გაიმართება.
წიგნი იტალიურ ენაზეა და ეძღვნება საქართველო-რომის იმპერიის მრავალსაუკუნოვან (ძვ.წ. I- ახ.წ. IV სს.) ურთიერთობებს. მონოგრაფიაში განხილულია რომის სამხედრო-პოლიტიკური ექსპანსია საქართველოში, კოლხეთ-იბერიის როლი რომის იმპერიის გეოპოლიტიკურ სივრცეში, რომაული სამყაროს სხვადასხვა ცენტრებთან კოლხეთ-იბერიის სავაჭრო ეკონომიკური კონტაქტები. ნაშრომში გაშუქებულია ასევე "რომანიზაციის" პროცესები საქართველოში.
ღონისძიებას დაესწრებიან იტალიის ელჩი საქართველოში ფედერიკა ფავი და საელჩოს წარმომადგენლები.