დღეს, 8 ნოემბერს, 14:00 საათზე, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 175-ე წლისთავთან დაკავშირებით, საგურამოს ი. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში მწერლის ხსოვნის საპატივცემულოდ ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები შეიკრიბებიან და კიდევ ერთხელ გაიხსენებენ ილიას ცხოვრებას და მოღვაწეობას.
გაიმართება დაჯილდოვება ნომინაციებში: წლის საუკეთესო პოეზიის, პროზის, თარგმანის, კრიტიკის, ჰუმანიტარული მეცნიერებისა და ხელოვნების დარგებში. გამარჯვებული კი საპატიო ჯილდოს - "ილიას მედალს"მიიღებს.
ასეთი ღონისძიება საგურამოში რამდენიმე წელია იმართება და ტრადიცილ ხასიათს ატარებს.
8 ნოემბერს დიდი ქართველი მწერლის, პოეტის, პუბლიცისტის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 174 წელი შესრულდესა. ილია ჭავჭავაძე 1837 წლის 8 ნოემბერს (ძვ სტ. 27 ოქტომბერს) ყვარელში დაიბადა. ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძე შერაცხულია წმინდანად, სახელით წმინდა ილია მართალი.