იმერეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მურად ნოზაძე დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, ნოზაძემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით სასიკვდილოდ დაჭრა თანასოფლელი ანდრო ტაბატაძე და მსუბუქად დაჭრა საკუთარი დედა, რომელიც ჩხუბის დროს მათ გაშველებას ცდილობდა.
შემთხვევა ჭიათურის რაიონის სოფელ მეჩხეთურში მოხდა. მურად ნოზაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით წაუყენეს. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.