ხვალ, 8 ნოემბერს, 11:30 საათზე, თბილისის საკრებულოს შენობასთან გაიმართება გარემოვაჭრეთა აქცია ლაშა ჩხარტიშვილის მხარდაჭერით.
მათი მოთხოვნები იქნება: შეწყდეს თბილისის მერიის მიერ ინიცირებული მასობრივი ძალადობა გარემოვაჭრეთა წინააღმდეგ, ასევე თბილისის საკრებულოს და საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ იქნას ლაშა ჩხარტიშვილის მიერ „გარე ვაჭრობის რეგულირების წესების დამტკიცების" შესახებ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტები, რომლებიც ხვალვე წარედგინება ამ ორგანოებს.
მასალის გამოყენების პირობები