შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა აბსოლუტურად გამორიცხავს თანამშრომლებზე პოლიტიკური ან პირადი მოტივებით განპირობებულ ყოველგვარ ზეწოლას. ამის შესახებ აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"დღეს მედიასაშუალებებით გავრცელებული განცხადება თითქოს ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის მოადგილე ვიცე - პოლკოვნიკ გიორგი ონიანზე განხორციელდა მინისტრის მხრიდან ზეწოლა არ შეესაბამება სიმართლეს. რით იყო განპირობებული პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ონიანის აბსურდული განცხადება ამის გასარკვევად მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით ჩატარდება სამსახურეობრივი მოკვლევა. მოკვლევის ხელმძღვანელობა და პირად კონტროლზე აყვანა მინისტრმა მის მოადგილეს ლევან იზორიას დაავალა. შსს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კიდევ ერთხელ აცხადებს ოფიციალურად, რომ თანამშრომლების უფლებების დაცვის გარანტი იგი პირადად იქნება", - აცხადებს შსს