ბანკი „რესპუბლიკა"-ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი, წელს მსოფლიო დაზოგვის დღეს პირველად აღნიშნავს. ბანკის ინფორმაციით, 1925 წლიდან დაზოგვის დღე ბევრ ქვეყანაში ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. დანაზოგების წახალისების მიზნით ის სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება და, ძირითადად, ბავშვებისთვის, მოზარდებისა და მშობლებისთვისაა განკუთვნილი.
ხვალ, 7 ნოემბერს, 18:30 საათზე მსოფლიო დაზოგვის დღის აღსანიშნავად ბანკი „რესპუბლიკა" ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი, სკოლის მოსწავლეებს თავის დიდი ხნის პარტნიორ კოტე მარჯანიშვილის სახელობოს თეატრში რეჟისორ გიზო ჟორდანიას სპექტაკლ „რევიზორზე" ეპატიჟება. სპექტაკლის დაწყებამდე ბავშვები და მათი მშობლები ბროშურების და ბანკის წარმომადგენლების საშუალებით მიიღებენ ინფორმაციას მსოფლიო დაზოგვის დღეზე, უკეთ გაეცნობიან ფულის დაზოგვის მნიშვნელობას; თეატრის მსახიობებთან ერთად დაათვალიერებენ თეატრის მუზეუმს, სარეკვიზიტო და საგრიმიორო ოთახებს. და სპექტაკლის დასრულების შემდეგ თეატრის სცენაზევე მიიღებენ მონაწილეობას რეჟისორთან და მსახიობებთან დისკუსიაში.