შემოსავლების სამსახური საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოწმებას იწყებს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ განაცხადა. მისი თქმით, "დღეს არის 7 ნოემბერი და დღეს ისევე როგორც მაშინ 'იმედისთვის", დღესაც 7 ნოემბერია საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის".
ჭანტურიას განმარტებით, შესაძლოა ძველ და ახალ ხელისუფლება ვერ თანხმდება ბევრ რამეში, მაგრამ 7 ნოემბერთან მიმართებაში მათი ქმედებები თანხვედრია.
გიორგი ჭანტურია არ უარყოფს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი საგადასახადო ორგანოების მხრიდან 90-იანი წლებიდან არ შემოწმებულა, თუმც სახელმწიფო აუდიტის მიერ მაუწყებელი გეგმიურად ყოველთვის მოწმდებოდა.
„90-იანი წლებიდან დღემდე საგადასახადო ორგანო ამ ტელევიზიაში არ შემოსულა. სახელმწიფო აუდიტი ამოწმებდა პერიოდულად და გეგმიურად ამ ორგანიზაციას. უფრო მეტსაც გეტყვით 2011 წელსაც იყო მსგავსი შემოწმება და გეგმის მიხედვით 2013 წელს უნდა ჩატარებულიყო შემოწმება და უნდა ჩატარდეს კიდეც შემოწმება სახელმწიფო აუდიტის მიერ"- განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მან შემოსავლების სამსახურიდან მოითხოვა შესაბამისი დოკუმენტი, ანუ რა გეგმის მიხედვით შევიდა მაკონტროლებელი უწყებაში.
"როდესაც ოფიცრები მობრძანდნენ მათი მხრიდან საუბარი იყო იმაზე, რომ ეს იყო გეგმიური შემოწმება. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ 90-იანი წლებიდან დღემდე მსგავსი შემოწმება არ ყოფილა. მე მათგან მოვითხოვე მთგან გეგმა, რომლის მიხედვითაც მოწმდება სახელმწიფო ორგანიზაცია და დღეს მე ეს გეგმა ვერ მივიღე, რადგანაც მსგავსი გეგმა არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ფინანსთა მინისტრის 6 ნოემბრის ბრძანება და აქ ყოველგვარ გეგმაზე საუბარი ზედმეტია"- განმარტავს ჭანტურია.
გიორგი ჭანტურიას განმარტებით, შემოწმების ფაქტს, საზოგადოებრივი მაუწყებელი დეტალურად გააშუქებს, რითაც მაკონტროლებლების მუშაობას ხელი არ შეეშლება.
„ჩვენ არანიარი პრობლემა არ მაქვს, მე დავავალებ ჩემს თანამშრომლებს რომ ხელი შეუწყონ მათ მუშაობას და პროცესი წარიმართოს მაქსიმალურად გამჭვირვალედ. თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ გუშინ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების მხრიდან იყო თხოვნა, რომ იქნებ ამ პროცეს კამერები მოვარიდოთ ამ პროცესებს. ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა თხოვნა შევასრულოთ გარდა ერთისა, რომ კამერებს მოვარიდოთ ეს ყველაფერი. მწე უფრო მეტსაც ვიტყვი, რომ ამ პროცესს მუდმივად თუ არა ყოველდღიურად რადგანაც ჩვენი ჟურნალისტები და ჩვენი კამერები ამ პროცესს თავიდან ბოლომდე აღბეჭდავენ. იმედი მაქვს, რომ ერთმანეთს მუშაობაში ხელს არ შევუშლით"- განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.