დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფი პოლიტპატიმრების საქმეების შესწავლას დაიწყებს.
სამუშაო ჯგუფი წინა კვირას შეიქმნა და როგორც თავად აცხადებენ, მის კომპეტენციაში პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და პოლიტიკური ნიშნით დევნილი ადამიანების საქმეების შესწავლა შედის.
ჯგუფი 15 არასამთავრობო ორგანიზაციისა და ექსპერტებისგან შედგება. ჯგუფის ხელმძღვანელი ეკა ბესელია იქნება.
აღნიშნული ჯგუფი კვირაში სამი დღე იმუშავებს და საქმიანობას სამუშაო გრაფიკის მიხედვით წარმართავს.
რაც შეეხება ჯგუფში უმცირესობის კვოტას, "ნაციონალურ მოძრაობას" ჯგუფში სამი ადამიანის წარდგენა 15 ნოემბრამდე შეეძლება.