ბაქოს ქ. #1-ში შეჭრილ დევნილებს დევნილთა სამინისტრომ ოფიციალური წერილობითი გაფრთხილება გაუგზავნა, რომ მათ ნებაყოფლობით გაათავისუფლონ დაკავებული ფართი.
სპეციალური ოპერაციული პროცედურების შესაბამისად, იმ ოჯახებს, რომელთაც არ ეკუთვნით ფართი და შეიჭრნენ გაფართოების მიზმით, ან ახალი ფართის დასაკავებლად, მოუწევთ, დაუბრუნდნენ თავიანთ არსებულ ფართებს. ხოლო, ბაქოს ქუჩაზე შეჭრილი იმ ოჯახებს, რომელთაც აქვთ უკიდურესი მდგომარეობა და წასასვლელი არსად გააჩნიათ, სამინისტრო არსებული რესურსის გათვალისწინებით შესთავაზებს ალტერნატიული ფართებს.
ვინც არ გაითვალისწინებს აღნიშნულ შეტყობინებას, მათ მიმართ გამოყენებული იქნება სპეციალური ოპერაციული პროცედურები (სოპი).
ბაქოს ქუჩაზე#1-ში შეჭრილ ოჯახებს აღნიშნული ფართის დასატოვებლად სოპ-ის მიხედვით 10 დღიანი ვადა აქვთ. აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულია სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობაში არიან როგორც საერთაშორისო, ისე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები და დონორები.