კომპანია "ალტა" საქართველოში "Samsung"-ის სმარტფონების ოფიციალური პარტნიორი გახდა, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს 8 ნოემბრიდან Samsung"-ის მომხმარებელს ახალი სერვისი - საქართველოს 3D რუკა შესთავაზოს. როგორც „ატლას" ხელმძღვანელმა ირაკლი კაკაბაძემ განაცხადა, „ალტასა" და "Samsung"-ის თანამშრომლობა 8 წელს მოიცავს, თუმც ამიერიდან „ალტა""Samsung"-ის სმარტფონების ოფიციალური წარმომადგენელი ხდება და კომპანიას აქვს საშუალება მომხმარებელს სხვა თანმდევი სევისებიც შესთავაზოს.
„8 ნოემბრიდან „ალტას" ქსელში "Samsung"-ის სმარტფონები გაიყიდება, სადაც ჩატვირთული იქნება საქართველოს რუკა 3D ფორმატით, რაც ქართველი მომხმარებლისათვის სიახლეა. ეს არის ნამდვილი სანავიგაციო რუკა, რაც აპრობირებულია სხვა წამყვან ქვეყნებში. რუკა იქნება ინტერაქტიული და მოიცავს, როგორც საგზაო ნიშნებს, ის ასევე მარშრუტების დაგეგმვის საუკეთესო საშუალებაა.
"Samsung"-ის სმარტფონები ჩვენს ქსელში ადრეც იყიდებოდა, თუმც ჩვენ უკვე
"Samsung"-ის ოფიციალური წარმომადგენლები გავხდით, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ სმარტფონებში, რომელიც ჩვენს ქსელში ხვალიდან გაიყიდება ჩატვირთული იქნება საქართველოს რუკა 3D ფორმატით და ასევე ჩვენ შესაძლებლობა გვექნება ჩვენს კლიენტებს შევთავაზოთ ყველა სხვა თანმდევი პროდუქტი თუ სერვისი, რაც კი "Samsung"-ს გააჩნია. თანმდევ სერვისებში კი უპირველესყოვლისა იგულისხმება გახანგრძლივებული გარანტია, სპეციალური მომსახურეობა. „Samsung"-თან მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაკავშირებს. ამ დროის განმავლობაში ჩვენ არაერთხელ შევძელით მოგვეპოვებინა "Samsung"-ის ნდობა, ვინაიდან საქართველოსთვის ყველაზე რთულ მომენტებშიც კი არ გვითქვამს უარი აღებულ ვალდებულებებზე. ახლა თანამშრომლობის შემდეგ ეტაპზე გადავდივართ, რაც სიმბოლურად ჩვენი 15 წლის იუბილეს დაემთხვა. "Samsung"-თან სმარტფონების მიმართულებით თანამშრომლობა კი საშუალებას მოგვცემს ჩვენი მომხმარებელი მუდმივად გავანებივროთ უნიკალური სერვისებით, ამასთან ქართველი მომხმარებლისთვის ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება "Samsung"-ის უახლესი სმარტფონების ყველაზე დიდი არჩევანი. პირველ ეტაპზე მომხმარებელს შევთავაზებთ 3D უნიკალურ სანავიგაციო სისტემას ანდროიდზე"- აცხადებს კომპანია "ალტას" დირექტორი ირაკლი კაკაბაძე.
აღსანიშნავია, რომ „ალტა""Samsung"-ის სმარტფონების მომხმარებლებს, ანუ მათ ვისაც სმარტფონი „ალტაში" არ უყიდიათ, ან შენაძენი ადრე აქვთ გაკეთებული, კომპანია საშუალებას აძლევს საკუთარ სმარტფონებში საქართველოს სანავიგაციო რუკა ჩატვირთონ, რაც მსურველს 100 ლარამდე დაუჯდება. თუმც ამიერიდან ანალოგიური რუკა „ალტაში" ნაყიდ სმარტფონებში უფასოდ იქნება ჩატვირთული.
"Samsung"-სა და „ალტას" შორის ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი დღეს გაფორმდა, რომელიც "ალტასთვის" საიუბილეო თარიღს დაემთხვა, კომპანიას მოღვაწეობის 15 წელი შეუსრულდა.
აღსანიშნავია, რომ მემორანდუმის ხელმოსაწერად საქართველოში ჩამოვიდა "Samsung"-ის კავკასიის რეგიონალური წარმომადგენლობის უფროსი - სანგ პილ ჩანი.
"Samsung"-ის მენეჯმენტის ინფორმაციით, "Samsung"-ისა და "ალტას" თანამშრომლობა უკვე 8 წელს ითვლის და ამ დროის განმავლობაში "ალტამ" შეძლო მოეპოვებინა საიმედო პარტნიორის რეპუტაცია, რაც თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების საფუძველი გახდა.
სანგ პილ ჩანის განმარტებით, "ალტას" მაღაზიათა ქსელში შეძენილი "Samsung"-ის სმარტფონები აღჭურვილი იქნება უნიკალური სერვისებით.
„სწორედ ასეთი სერვისია "საქართველოს სანავიგაციო რუკა". მინდა გითხრათ, რომ „ალტა" არის საქართველოს საინფორმაციო ტექნოლოგიების ბაზარზე ლიდერი კომპანია. ჩვენ გვწამს, რომ საქართველოს და ქართველ მომხმარებელს "Samsung"-ის პროდუქციას მივაწვდით შესაბამის დროს და შესაბამის ადგილზე. კომპიუტერებისა და გონიერი ტექნოლოგიების კომპანია "ალტა" უკვე მე-8 წელია "Samsung"-ის IT-პროდუქტების ოფიციალური დისტრიბუტორია და ამასთან ოფიციალურ საგარანტიო სერვისს ახორციელებს. თანამშრომლობის ამ საფეხურზე კი "ალტას" მაღაზიათა ქსელის საშუალებით მომხმარებელს უკვე ჩვენს მიერ წარმოებულ სმარტფონებსაც შევთავაზებთ. დარწმუნებული ვარ, ქართველი მომხმარებელი ჩვენს პროდუქტებს და ერთობლივ შეთავაზებებს ისევე მაღალ დონეზე შეაფასებს, როგორც ადრე. მოხარული ვართ, რომ ჩვენი საქმიანობა საქართველოში საიმედო პარტნიორების წყალობით სულ უფრო მყარი და ფართომასშტაბიანი ხდება", - აცხადებს კომპანია "სამსუნგის" კავკასიის რეგიონალური წარმომადგენლობის უფროსი სანგ პილ ჩანი.
‘ალტას" მენეჯმენტი აცხადებს, რომ მსოფლიოში უკვე მრავალი წლის წინ აპრობირებული სანავიგაციო სისტემები დიდი პოპულარობით სარგებლობს, რაც საქართველოში დღემდე სიახლეს წარმოადგენდა. პირველად საქართველოში "ალტაში" შეძენილ მაღალი კლასის "Samsung"-ის სმარტფონებზე მომხმარებელი მიიღებს საქართველოს სანავიგაციო 3D რუკას ანდროიდის ბაზაზე, სადაც იქნება დეტალური ინფორმაცია ქუჩების, შენობების, მნიშვნელოვანი ობიექტების, კულტურული და ისტორიული ძეგლების შესახებ, როგორც თბილისის, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით. სანავიგაციო სისტემის მეშვეობით შესაძლებელია ზუსტი ადგილსამყოფელის ნახვა და სასურველი დანიშნულების წერტილამდე ოპტიმალური მარშრუტის დაგეგმვა. 8 ნოემბრიდან "ალტას" მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილ "Samsung"-ის სმარტფონების 11 მოდელზე იქნება საქართველოს სანავიგაციო 3D რუკა.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ესეთი მოდელის სმარტფონი „ალტასა" და „Samsung"-ს შორის მემორანდუმის გაფორმებისას, მედიის წარმომადგენლებისთვის საჩუქრად გათამაშდა.