გიორგი კალანდაძე 15 წლიდან მსახურობს არმიაში და შეურაცხყოფილად გრძნობს თავს, რომ მისი დაკავება მოხდა საფუძვლის გარეშე, - განაცხადა გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის გიორგი კალანდაძის ადვოკატმა დავით დეკანოიძემ.
მისი თქმით, გიორგი კალანდაძე თავდაცვის სამინისტროში სამსახურეობრივი მოტივით გამოიძახეს და იქ დააკავეს.
"მოქმედი გენერალი 17 წელი მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, დაჭრილია აგვისტოს ომში. იგი 15 წლიდან მსახურობს არმიაში და შეურაცხყოფილად გრძნობს თავს, რომ მისი დაკავება მოხდა საფუძვლის გარეშე. იმედია, დაკავებების სერია ამით დასრულდება",- განაცხადა დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული შტაბის უფროს გიორგი კალანდაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედება.