იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გაერთიანებული შტაბის უფროსის დაკავების დეტალებზე ისაუბრა. სამინისტროში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე წულუკიანმა განაცხადა, რომ კალანდაძის დაკავება თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში, 7 ნოემბერს, 05:20 საათზე მოხდა.
მისი თქმით, მისი წინასწარი დაკითხვა არ მომხდარა. გამთენიისას განხორციელდა კალანდაძის პირადი ჩხრეკა.
,,მისი დაკითხვა არ მომხდარა, მოხდა უბრალოდ, მისი დაკავება და ჩხრეკა. Mმას მიეცა ორჯერ განმეორებითი წინადადება გამოეძახებინა მოწმეები ჩხრეკის დროს, რაზეც უარი განცხადა. შემდეგ მას მიეცა უფლება განეხორციელებინა რამდენიმე ზარი. ის დაუკავშირდა თავის ახლობელს, როგორც ამას კანონო ითვალისწინებს", _განაცხადა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ გიორგი კალანდაძის დაკავება მშვიდ გარემოში მოხდა. როგორც წულუკიანმა განაცხადა გიორგი კალანდაძის სახლის ჩხრეკა სადაც მისი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ დილამდე გადაიდო.
„დაკავებული შს სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება",- დასძინა მინისტრმა.
მისი თქმით, კალანდაძესთან ერთად კიდევ ორი პირია დაკავებული.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, გიორგი კალანდაძე შსს დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.