სააქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალი გიორგი კალანდაძე დააკვეს. გიორგი კალანდაძეს ბრალი ედება ძალაუფლების გადამეტებაში (დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით).
მასთან ერთად დაკავებულია შეიარაღებული ძალების მე-4 ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა.
გიორგი კალანდაძე მთავარი პროკურორის თანდასწრებით, თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში 7 ნოემბერს, 05.20 საათზე დააკავეს.