შსს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ზურაბ კიკვაძე და გიორგი ბასილაძე დააკავეს. ზურაბ კიკვაძეს და გიორგი ბასილაძეს პირადი ჩხრეკისას აკრძალული პრეპარატები 150 აბი „სუდაფედი" და 30 აბი „სტაბლონი"აღმოაჩნდათ.
შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული პრეპარატები შეიცავს ნარკოტიკულ ნივთიერებებს, შესაბამისად მათ ქონაზე მოქმედებს შეზღუდვა.
პრეპარატები ზურაბ კიკვაძემ თურქეთის რესპუბიკიდან შემოიტანა. ფაქტზე აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით.