შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრი ბაჩანა ახალაია დაკავებულია. პროკურატურის ინფორმაციით, მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით მიმდინარეობს - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.
კოდექსის მიხედვით, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
შს ყოფილი მინისტრი ბაჩანა ახალაია პროკურატურაში დაკითხვაზე დღეს, 20.30 საათზე დაიბარეს. 4-საათიანი დაკითხვის დაკითხვის შემდეგ კი დააკავეს.
დაკითხვას ესწრებოდა მისი ადვოკატი დავით დეკანოიძე იცავს.