დღეს, 7 ნოემბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, შეხვედრების ოთახში (სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის მე-3 სართული), დასრულდება ტემპუსის პროექტის ფარგლებში გამართული რეგიონალური სემინარი თემაზე "უნივერსიტეტებსა და საწარმოებს შორის კავშირის გამოყენება სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად". სემინარი 6 ნოემბერს გაიხსნა.
შეხვედრას ესწრებიან ევროპის 4 წამყვანი უნივერსიტეტის ექსპერტები, სომხეთისა და უკრაინის უნივერსიტეტების წარმომადგენლები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.