დღეს, 7 ნოემბერს, 12 საათიდან 18 საათამდე, დიდგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება სოფელ ტაბახმელას, წავკისის და შინდისის მცხოვრებლებს.
10 საათიდან 17 საათამდე გლდანის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება თემქის III მიკრორაიონის V კვარტლის, XI მიკრორაიონის III კვარტლის და რომელაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
11 საათიდან 17 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება გლდანის I, VII, VIII მიკრორაიონების და ხიზანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
11 საათიდან 17 საათამდე ჩუღურეთის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ჩხეიძის, აბაშიძის და უზნაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 13 საათამდე ისნის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ქეთევან წამებულის (ნაწილობრივ), შირაქის, შორაპნის, ცუცხვათის, გარეკახეთის, ლაღიძის, სამგორის და წულუკიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.