დღეს, 7 ნოემბერს, პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება. განსახილველ საკითხთა შორისაა პარლამენტის რამდენიმე წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი, რომლებიც აღმასრულებელ ხელისუფლებაში სხვადასხვა თანამდებობაზე დაინიშნენ. პლენარული სხდომის დღის წესრიგშია ასევე პარლამენტის დადგენილების პროექტი „მუდმივმოქმედი დელეგაციების შესახებ".
პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით, პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველის საკითხსაც განიხილავენ. უმრავლესობა-უმცირესობა შეთანხმდა, რომ სახალხო დამცველს შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების გამო უფლებამოსილებას შეუწყვეტენ და იმავდროულად, დღის წესრიგში დადგება ახალი სახალხო დამცველის არჩევის საკითხი.