შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩანა ახალაია დაკავებულია, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენის” კორესპონდენტი მთავარი პროკურატურის მიმდებარე ტერიტორიიდან იუწყება .
შს ყოფილი მინისტრი ბაჩანა ახალაია პროკურატურაში დაკითხვაზე დღეს, 20.30 საათიდან იმყოფება. მის ინტერესებს ამ დროისთვის ადვოკატი დავით დეკანოიძე იცავს.
საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით.